დღეები დღეებს
დღეები დღეებს
დღეები დღეებს მისდევდა, არცერთი ჰგავდა მას, წლები მიჰქროდა მივსდევდი, ცხოვრების უცნობ კვალს. არც მე არ ვგავდი არავის, ვერც შენ გამსგავსე სხვას, გიერთგულებდი სიყვარულს, შენ გაფარებდი თავს. დრო გადიოდა ლოდინში, არც შენ ჩანდი და გზაც, დამღლელი იყო თითქოს და ვერ მაშინებდა სხვა. დღეები დღეებს მისდევდა, საათი ყოველ წამს, აღარც გელოდი და არც შენ აღარ სტუმრობდი სახლს დღეები დღეებს მისდევდა, არცერთი ჰგავდა მას, წლები მიჰქროდა მივსდევდი, ცხოვრების უცნობ კვალს.